გერგეტის სამების მთის კალთაზე მანქანებისთვის პარკინგი მოეწყო.
პარკინგისთვის ადგილი ბეტონით არის გამოყოფილი, მიუხედავად იმისა რომ არსებობს პრაქტიკა პარკინგების ბალახში გაკეთების.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ პარკინგის მოწყობისთვის ნებართვის გამცემი სააგენტო არ იყო, ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო იძლევა.
"პარკინგის მოწყობა შეთანხმებული არ იყო, თუმცა, ვიზუალური აღქმის ზონა არ ზიანდება", - ამბობენ ძეგლთა დაცვის სააგენტოში.
გერგეტის სამების მთის კალთაზე მანქანებისთვის პარკინგის მოწყობას, სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა.
ნახეთ სურათები, როგორ შეიძლებოდა უფრო ლამაზად მანქანებისთვის პარკინგის მოწყობა.