რუსეთი

გოლუნოვის საქმის შემდეგ პუტინმა ორი მაღალი რანგის გენერალი გაათავისუფლა

AFP

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაკავების საქმეში ჩართული პოლიციის ორი გენერალი გაათავისუფლა.

13 ივნისს კრემლმა გაავრცელა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შსს-ს გენერალური სამმართველოს მოსკოვის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი იური დევიატკინი და მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს დასავლეთ ადმინისტრაციული ოლქის შსს-ს განყოფილების ხელმძღვანელი ანდრეი პუჩკოვი.

მას შემდეგ, რაც 11 ივნისს ივან გოლუნოვს ყველა ბრალდება მოეხსნა, შს მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლტსევმა პრეზიდენტს ორი გენერლის დათხოვნის თხოვნით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. ფართომასშტაბიანი სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე 11 ივნისს შეწყდა - ოფიციალური მიზეზი საკმარისი სამხილების არარსებობაა.

კომენტარები