საგარეო ვაჭრობა

იანვარ-მაისში ექსპორტი კვლავ გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

Getty Images

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით გაიზარდა და 4 959 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის პირველ ხუთ თვესთან შედარებით, იმპორტი 14.2%-ით გაიზარდა და 1 466.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი კი 3.6%-ით შემცირდა და 3 492.3 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

სავაჭრო დეფიციტმა ბრუნვის 40.8% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური იანვარ-მაისის ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს ოთხშაბათს, 19 ივნისს გამოაქვეყნებს.

კომენტარები