კარასინი ანაკლიის პორტზე

"აშშ-ის ტონი ის არაა, რაც გვაწყობს," - კარასინი პომპეოს განცხადებაზე ანაკლიის პორტის შესახებ

გრიგორი კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთს, ანაკლიის პორტის პროერტთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ტონი არ "აწყობს". კარასინი ასე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიერ ანაკლიის პორტზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კარასინის ამ განცხადებას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს," - თქვა კარასინმა 13 ივნისს, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტს დაასრულებს და თქვა, - "პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ."

კომენტარები