რუსეთ-საქართველო

აბაშიძე კარასინზე: ყველაზე დიდი სახელმწიფო მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს.

"როცა მესმის ხოლმე, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მუქარისშემცველი განცხადებები, სიმართლე გითხრათ, ხანდახან, რაღაც უხერხულობა მეუფლება. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყანა, გეოგრაფიულად მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, მილიონიანი არმიით, ბირთვული იარაღით, მეზობლებს ასეთი ენით არ უნდა ელაპარაკებოდეს. თუ ეს რაღაც სიძლიერის დემონსტრირებაა, ვფიქრობ, საპირისპირო შედეგს აღწევს. ზოგადად, ვიმეორებ, ჩვენი თანამშრომლობა NATO-სთან, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“, - აღნიშნა აბაშიძემ "იმედთან“ საუბრისას.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გრიგორი კარასინმა თქვა, რომ NATO-ში საქართველოს მიღება "დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები