ბიძინა ივანიშვილი

ბლუმბერგის მიხედვით, წელს ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი ფოტო: Forbes

ბლუმბერგის მილიარდელების ინდექსის 2019 წლის 13 ივნისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პირველ იანვარს, საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქის ქონება 5 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.

ამგვარად, ბლუმბერგის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ივანიშვილი 352-ე ადგილს იკავებს.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.

"ივანიშვილმა ქონება პოსტ-საბჭოთა რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში რკინის მადნეულის და ფოლადის წარმოებით, ბანკებითა და უძრავი ქონებით. აქტივების უმრავლესობა მან 2003-დან 2006 წლამდე გაყიდა, დანარჩენი კი სანამ 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩევდნენ. ერთი წლის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა" - წერია ივანიშვილის მოკლე აღწერაში.

ბოლო ექვს წელიწადში ივანიშვილის ქონებას ბლუმბერგი ყველაზე ძვირად 2013 წლის ივლის-აგვისტოში აფასებდა 6.4 მილიარდ აშშ დოლარად. 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ წერტილს კი ქართული ოცნების თავმჯდომარის ქონებამ 2018 წლის მიწურულს მიაღწია 4.94 მილიარდი აშშ დოლარით.

ბლუმბერგის გათვლით, ივანიშვილს თავისი ქონებით 3.9 მილიონი უნცია ოქროს ან 85.7 მილიონი ბარელი ნავთობის ყიდვა შეეძლებოდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები