რუსეთი

რუსმა მეცნიერებმა სტრატოსტატით სათამაშო ჟიგულში მჯდარი როსკოსმოსის უფროსის თოჯინა გაუშვეს

Vkontakte

რუსეთში ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ToSky-ს პროექტის ფარგლებში სტრატოსტატით სათამაშო ჟიგულში მჯდომი როსკოსმოსის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორის დმიტრი როგოზინის თოჯინა გაუშვეს.

სათამაშო მანქანა დედამიწიდან 150 კილომეტრის მოშორებით 80 კმ/სთ-ით დაფრინავდა და 16 საათით იყო გაშვებული მანამ, სანამ 2000 კილომეტრის მოშორებით მონღოლეთსა და ჩინეთს შორის არ დაფრინდა.

პროექტის ავტორების ინფორმაციით, 2013 წლის შემდეგ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ეს ყველაზე ხანგრძლივი ფრენაა სტრატოსტატით.  

კომენტარები