National Geographic-ის მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების კონკურსი დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კონკურსის მონაწილეებს მოგზაურობისას გადაღებული სურათები უნდა წარედგინათ, სურათები კი სამი კატეგორიის მიხედვით იყო დანაწილებული - ბუნება, ქალაქები და ხალხი.
მთავარი პრიზის, 7 500 დოლარის მოპოვება ვეიმინ ჩუმ შეძლო ფოტოსთვის "Winteric Greenland". სხვა პრიზები კი თითოეული კატეგორიის გამარჯვებულებზე და მეორე, ან მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებზე გადანაწილდა - პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტებს 2 500 დოლარი, მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტებს 1 500 დოლარი, მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს კი 750 დოლარი ერგოთ.