რუსეთი

რუსი კომუნისტები HBO-ს ჩერნობილის აკრძალვას ითხოვენ

HBO

რუსეთში პარტია "რუსეთის კომუნისტები" ცენზურის სააგენტოს "როსკომნადზორი" HBO-ს სერიალის "ჩერნობილი" აკრძალვას სთხოვენ.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ჩერნობილის სერიალში ნამდვილი ტრაგედია იდეოლოგიური მანიპულაციის საგანი გახდა.

"ფილმი იდეოლოგიური იარაღია, რომელიც შექმნილია, როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე საბჭოთა ხალხის იმიჯის დემონიზაციისთვის," - ვკითხულობთ კომუნისტური პარტიის ოფიციალურ განცხადებაში. 

პარტიის წარმომადგენლებმა შსს-საც მიმართეს განცხადებით, რათა სერიალის რეჟისორის, სცენარისტისა და აღმასრულებელი პროდიუსერის წინააღმდეგ "საჯარო ცილისწამებაზე" სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ.

კომუნისტები არ უარყოფენ, რომ სერიალის მოვლენები, ძირითადი მომენტები და ქრონოლოგია ერთმანეთს ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსი კომუნისტები HBO-ს სერიალის სამეფო კარის თამაშების უკანასკნელი სეზონის ხელახლა გადაღებასაც ითხოვდნენ.

რუსეთში არაერთი სახელმწიფო ტელემედია და გაზეთები აკრიტიკებს HBO-ს ახალ სერიალს ჩერნობილი. რუსეთში NTV სერიალის თავის ვერსიას გადაიღებს.

ახალი მინი სერიალი ჩერნობილი ხუთსერიანი ისტორიული დრამაა, რომელიც სსრკ-ში ქალქ პრიპიატში 1986 წლის აპრილში ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ ამბავს და საბჭოთა კავშირის მაღალჩინოსნების მიერ აფეთქების დაფარვის მცდელობებზე მოგვითხრობს. მინი სერიალი ბელორუსი ნობელის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნის ჩერნობილის ხმები მიხედვით არის გადაღებული. წიგნი აფეთქების დროს ქალაქ პრიპიატის მცხოვრებთა მონათხრობზე არის დაფუძნებული.

კომენტარები