ახალი ზელანდიის პოლიცია

ახალი ზელანდიის პოლიციას აუდიტის კომპანიამ უთხრა, რომ ძაღლების სურათები აღარ დაპოსტონ

twitter.com/nzpolice

აღმოჩნდა, რომ ახალი ზელანდიის პოლიცია, ბევრ ფულსა და დროს უთმობს ძაღლებისა და ლეკვების სურათების დაპოსტვას საკუთარ გევრდებზე სოციალურ ქსელებში.

პოლიციის მიერ დაქირავებულმა აუდიტის კომპანიის "Socialites"-ის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ პოსტების მხოლოდ 8% შეეხება პოლიციის საქმიანობას, ამ მაჩვენებელს კი მნიშვნელოვნად აჭარბებს ძაღლების სურათები.

აუდიტის კომპანიამ მოუწოდა პოლიციას, რომ შეწყვიტონ პოსტების წერა ძაღლებზე და სხვა თემებზე ფოკუსირდნენ.

გასულ წელს, ახალი ზელანდიის პოლიციამ სოციალურ ქსელებში პოსტების დასპონსორებაში 171,676 დოლარი დახარჯა, აქედან კი დიდი წილი ცხოველების სურათებზე მოდიოდა.

 

კომენტარები