"LGBT პრაიდის არც ერთი ღონისძიება არ ჩატარდება" - კანცელარიასთან კონტრაქციაც იმართება

იქამდე, სანამ თბილისი პრაიდი ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების აქცია დაიწყებოდა, მთავრობის კანცელარიასთან სასულიერო პირები, გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე მივიდნენ.

ლევან ვასაძის თქმით, ხვალ გახდება ცნობილი მათი აქციის სამოქმედო გეგმა. ვასაძე ამბობს, რომ მათ აქციაზე იქნებიან მხოლოდ კაცები, ხოლო ბავშვებს და ქალებს სახლში ყოფნისკენ მოუწოდებენ.

"არ ჩატარდება ამ პრაიდის არც ერთი ღონისძიება არც ერთ ადგილზე" - ამბობს ვასაძე.

თბილისი პრაიდი ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების აქცია "სახელმწიფო, სად ხარ" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, "გეი პრაიდი არ დაუშვას".

კომენტარები