ლგბტ კვირეული

მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე დააკავეს

ტაბულა

მთავრობის კანცელარიასთან Tbilisi Pride-ს მხარდამჭერთა კონტრაქციის მინიმუმ ერთი მონაწილე დააკავეს. დაკავებულია გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილი, რომელმაც LGBT პრაიდის მხარდამჭერებს ცარიელი ბოთლი ესროლა.

ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან ლგბტ პრაიდის მხარდამჭერებიც და კონტრაქციის წარმომადგენლებიც. მათ შორის კვლავ პოლიციის კორდონი დგას.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეული არ დაუშვან. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

კომენტარები