Tbilisi Pride-ს მხარდამჭერთა აქცია

შსს: კანცელარიასთან Tbilisi Pride-ის მხარდამჭერთა კონტრაქციის 4 მონაწილე დავაკავეთ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე Tbilisi Pride-ს მხარდამჭერთა კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაში წერია, კონტრაქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლას ცდილობდნენ.

"აღნიშნული პირები შეეცადნენ გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

როგორც ცნობილია ერთერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია, რომელმაც LGBT პრაიდის მხარდამჭერებს ცარიელი ბოთლი ესროლა.

ამ დროისთვის ადგილზე რჩებიან ლგბტ პრაიდის მხარდამჭერებიც და კონტრაქციის წარმომადგენლებიც. მათ შორის კვლავ პოლიციის კორდონი დგას.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეული არ დაუშვან. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები