Tbilisi Pride

პოლიციამ ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რადგან მოძალადეთა ჯგუფს "აღიზიანებდა"

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, თორნიკე მანდარიას, პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ნეოფაშისტურ დაჯგუფებებს "აღიზიანებდა"

იქამდე სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აქციიდან ნეოფაშისტების შეძახილების ფონზე გაიყვანეს. პოლიციელები მას მოუწოდებდნენ, არ გამოჩენილიყო, რადგან ეს მისი მხრიდან პროვოკაციად აღიქმებოდა. 

რამდენიმე საათით ადრე კონტრაქციის მონაწილემ ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენეს ლიბერალის ჟურნალისტს. 

მთავრობის კანცელარიის კიბეებთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორების და მხარდამჭერთა აქცია გრძელდება. ისინი კონტრაქციის მონაწილეებისგან კვლავ პოლიციის კორდონით არიან გამოყოფილები. მოძალადეთა ჯგუფების კონტრაქცია კანცელარიის შენობასთან მიმდინარეობს.

საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ, სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი კანცელარიასთან მოძალადეთა ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან უწევთ აქციის ჩატარება. 

აქციაზე კონტრაქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები