დალასის საპატიო მოქალაქე

მამუკა ბახტაძე დალასის საპატიო მოქალაქე გახდა

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე დალასის საპატიო მოქალაქე გახდა. დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დრო, საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული გარდაქმნა ბოლო წლების განმავლობაში მოხდა.

„აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილის აღნიშვნისას ორიოდე დღის წინ ხელი მოეწერა ახალ დეკლარაციას, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის, ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში და ახლა დადგა ეკონომიკური მიმართულების წამოწევის დრო“, – თქვა ბახტაძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

კომენტარები