პატრიოტთა ალიანსის აქცია

პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერმა ბანერი "ნატო აქაურობას" ჩამოხია და გაიქცა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერმა თბილისის საკრებულოს აივნიდან გადმოკიდებული ბანერი, წარწერით "ნატო აქაურობას" ჩამოხია და გაიქცა. 

ბანერი აქციის პარალელურად ევროპული საქართველოს წევრებმა გადმოფინეს. 

პატრიოტთა ალიანსის აქცია 15 ივნისს, 16:00 საათზე თავისუფლების მოედნაზე დაიწყო. აქცია, სახელწოდებით "დავიცვათ დავით გარეჯი", პრორუსული შინაარსისაა და რუსულ პროპაგანდისტულ მესიჯებს ატარებს, მათ შორის, საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტის მოთხოვნაა. 

პარტიის სხვა მოთხოვნებს შორის სტაბილურად "სააკაშვილ-ბოკერიების დასჯაა". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები