თბილისი პრაიდი

ჩუგოშვილი: ელჩების მიმართ აგრესია იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა, მათ მიღმა რუსეთი იდგეს

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი 14 ივნისს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციასა და კონტრაქციას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ სიძულვილის ჯგუფების უკან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლება იდგეს. 

ამის შესახებ ჩუგოშვილი დღეს ჟურნალისტებს ესაუბრა. 

"შინაარსობრივად ის განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, არის ძალადობის წამახალისებელი. ეს ფაქტია, მე მგონი და ჩანს. განსაკუთრებული აგრესია იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა და მათი ელჩების მიმართ და ეს, ალბათ, იმის მანიშნებელია, თუ ვისი ინტერესები შეიძლება, იდგეს იმ აგრესიული ჯგუფების მიღმა, რომლებიც გუშინ ვნახეთ. რუსეთს ვგულისხმობ. სამწუხაროა, რომ ასეთი დაპირისპირების საგანი ხდება ესა თუ ის თემა და ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ჯგუფს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბოს,"- თქვა ჩუგოშვილმა. 

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, 14 ივნისს ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები