მოლდოვა

მოლდოვაში დემოკრატიული პარტია ოპოზიციაში გადავიდა

0 კომენტარი
ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ფოტო: RFE/RL

14 ივნისს ოლიგარქ ვლადიმირ პლაჰოტნიუკის მართული მოლდოვის დემოკრატიული პარტია გადადგა, რის შედეგადაც მოლდოვის ახალი მთავრობა პროევროპული და პრორუსული პარტიების კოალიცია გახდება.

გადადგომის შესახებ განცხადება პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა და ოლიგარქმა ვლადიმირ პლაჰოტნიუკმა კიშინიოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის აუცილებლობის მიზნით, დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ ძალაუფლებას ჩამოშორდეს და მთავრობიდან წავიდეს," - ვკითხულობთ პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ახალი მთავრობის შესახებ მიღებული ყველა, მათ შორის, მთავრობის არალეგიტიმურად გამოცხადების გადაწყვეტილება დემოკრატიული პარტიის განცხადების შემდეგ გააუქმა.

მოლდოვაში კონკურენტი პარტიები, სოციალისტური პარტია და ანტი-კორუფციული, პროევროპული პარტია ACUM, რომელიც "ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)" და "ღირსებისა და სიმართლის პარტიის (DA)" საერთო პლატფორმას წარმოადგენს, სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმდნენ.

მათ გავლენიანი ოლიგარქის ვლადიმირ პლაჰოტნიუკის მთავრობა ჩაანაცვლეს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და ევროკავშირი ნაკლები გამჭვირვალობისა და კორუფციის გამო აკრიტიკებდა.

პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოალიცია მოლდოვის ოლიგარქიისაგან გასათავისუფლებლად შეიქმნა. მათი თქმით, ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯი სწორედ კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოძიება იქნება.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის თებერვალში გაიმართა. სოციალისტურმა პარტიამ ხმათა 31% მიიღო და პარლამენტში 35 ადგილი დაიკავა, დემოკრატიულმა პარტიამ 23.6%-ით 30 ადგილი, ხოლო ACUM-მა 26.8%-ით 26 ადგილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები