ინტერნეტ თაღლითობა

შსს: პირი facebook-ზე ყალბ გვერდებს ქმნიდა და მათ მეგობრებს „კრისტალბეთზე“ ფულს არიცხინებდა

0 კომენტარი
ფოტო: wordpress.com

შსს-ს ინფორმაციით, ინტერნეტ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებული ფეისბუქ მომხმარებლების ყალბ გვერდებს ქმნიდა და მათ მეგობრებს თაღლითური გზით „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფულს არიცხინებდა. ბრალდებული ჯამში 8 000 ლარის ოდენობის თანხას უკანონოდ დაეუფლა. 1998 წელს დაბადებული გ.ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით, 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქ“-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა," - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები