პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ხანძრის შემდეგ, პირველი მესა ჩაფხუტებით ჩატარდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, ხანძრის შემდეგ, პირველი მესა ჩატარდა. ტაძარში შესვლის უფლება მხოლოდ 30-მდე ადამიანს მისცეს და მათ უსაფრთხოების მიზნით ჩაფხუტები ეხურათ. მესას მხოლოდ სასულიერო პირები და ტაძარში დასაქმებული ადამიანები ესწრებოდნენ. 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა და ტაძრის ნაწილი დაიწვა. მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

 

 

კომენტარები