პროგრესის გმირები

აბელ ვულმანი და ლინ ენსლოუ: მეცნიერები, რომლებმაც წყლის ქლორირების უსაფრთხო ფორმულა შექმნეს

აბელ ვულმანი

მეოცე საუკუნის ამერიკელმა მეცნიერებმა, აბელმ ვულმანმა და ლინ ენსლოუმ აღმოაჩინეს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ქლორი უსაფრთხოდ სასმელი წყლის გასაწმენდად. მათმა აღმოჩენამ 190 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 

ქლორის წყლის გასაწმენდად გამოყენება ვულმანით და ენსლოუთი არ დაწყებულა. 1854 წლის ქოლერის ეპიდემიის დროს, ქლორი გამოყენებოდა ლონდონის სასმელი წყლის გასაწმენდად. მსგავსად ამისა, პირელი ამერიკული პატენტი წყლის ქლირირების სისტემისთვის გადაიცა 1888 წელს. მაშინ, როცა ცნობილი იყო, რომ ქლორს შეეძლო ბაქტერიების მოკვლა, ამ პროცესის შესახებ ძალიან ცოტა იცოდნენ. ვინაიდან ქლორი შეიძლება ტოქსიკური იყოს ადამიანებისთვის, მისი გამოყენება წყლის სტერილიზაციისთვის სახიფათოდ რჩებოდა. 

ადრეულ 1900-იან წლებში, ამერიკის ქალაქები სწრაფი ტემპებით ფართოვდებოდა და ფუფუნების საგნები, როგორებიცაა სახლში შეყვანილი წყალი უფრო გავრცელებული იყო. თუმცა, არ არსებობდა უსაფრთხო და ეფექტური ზომები წყლის გასაწმენდად, ქალაქის წყლის მომწოდებლები ხშირად უნებლიედ ხდებოდნენ დაავადებების გამავრცელებლები, როგორებიცაა ქოლერა, დიზენტერია და ტიფი. სწორედ ამ მომენტში, ამბავში შემოდიან ვულმანი და ენსლოუ. 

აბელ ვულმანი 1892 წლის ივნისს, ბალტიმორში, მერილენდში დაიბადა. ის პოლონელი-ებრაელი იმიგრანტების ოჯახის ექვსი ბავშვიდან ერთ-ერთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვულმანს თავდაპირველად მედიცინის შესწავლა უნდოდა, მშობლებმა ის წააქეზეს, რომ ინჟინერია შეესწავლა. 1915 წელს ვულმანი გახდა მეოთხე ადამიანი, რომელმაც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ახალდაარსებული ინჟინერიის სკოლის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 

ლინ ენსლოუ 1891 წელს ვირჯინიაში, რიჩმონდში დაიბადა. ის სწავლობდა ქიმიას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში და იქ მოღვაწეობდა ვიდრე პირველად ვულმანს შეხვდებოდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ენსლოუმ და ვულმანმა დაიწყეს მერილენდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში მუშაობდა. 1918 წელს წყვილმა დაიწყო წყლის გაწმენდაზე ქლორის ეფექტის შესწავლა.

წყლის დასუფთავების თავიანთი მეთოდის შემუშავებით ენსლოუმ და ვულმანმა გაანალიზეს ქლორის ეფექტი მჟავიანობაზე, ბაქტერიულ ნიმუშებზე და სასმელი წყლის გემოზე. 1923 წლისთვის მათ შექმნეს სტანდარტული ფორმულა, რომელიც აღწერდა, თუ ქლორის რა რაოდენობაა საჭირო წყლის უსაფრთხოდ გასაწმენდად. ენსლოუს და ვულმანის მეცნიერულმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა წყლის გაწმენდას მთელ მსოფლიოში. 

მათი გარღვევის შემდეგ, ვულმანმა უფრო აქტიური როლი უთამაშა, ვიდრე ენსლუმ, რომ წაექეზებინა შტატები და ქვეყნები, რომ ფორმულა დაენერგათ. საბოლოოდ ვულმანმა შეძლო წყლის გაწმენდის ახალი მეთოდი გამოეყენებინა მერილენდის წყლის მარაგისთვის. 1930 წელს, ტიფის შემთხვევები აშშ-ში 92%-ით დაეცა. 1941 წლისთვის აშშ-ს წყლის სისტემების 85 პროცენტი იყენებდა ენსლოუ-ვულმანსი ფორმულას, დანარჩენმა მსოფლიომ ამერიკის მაგალითს მიბაძა. 

მომდევნო წლებში ვულმანი გახდა მერილენდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი, აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისის კონსულტანტი და შექმნა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სანიტარული ინჟინერიის დეპარტამენტი. ვულმანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში იყო არაერთი ქვეყნის მრჩეველი წყლის გაწმენდის სისტემების შემუშავებაში. 1962 წელს ის პენსიაზე გავიდა. 1989 წელს გარდაიცვალა მშობლიურ ბალტიმორში 96 წლის ასაკში.  

ენსლოუ გახდა ჟურნალ Water and Sewage Works-ის რედაქტორი. ის მუშაობდა ამ თანამდებობაზე ვიდრე 1957 წელს გულის შეტევით გარდაიცვლებოდა. 

ენსლოუს და ვულმანის შრომების დამსახურებით მილიარდობით ადამიანს დღეს აქვს წვდომა სუფთა სასმელ წყალზე, რომელიც არ შეიცავს მომაკვდინებელ მიკროორგანიზმებს. წყალმომარაგების სისტემებში მათი ფორმულის დანერგვამ გადაარჩინა 200 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. 

კომენტარები