თურქეთი

ანტალიაში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი მისსავე სახლში იპოვეს

ანტალიაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, 61 წლის ქალი სავარაუდოდ, თოკით არის გაგუდული. ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა ნახეს - სახლიდან, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, ცუდი სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა პოლიციას მიმართეს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან აქტურ კომუნიკაციაშია". საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.

61 წლის ქალი, ბოლო 20 წლის მანძილზე თურქეთში ცხოვრობდა.

კომენტარები