ლგბტ კვირეული

ვასაძე: მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, ვერის პარკში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ "ჩვენს სამშობლოს მოვარიდოთ დიდი არეულობა". "მხოლოდ ნამდვილი კაცების" აქციაზე ვასაძემ თქვა, რომ "გვახვევენ გარედან, რაც მიუღებელია ჩვენი ტრადიციებისა და სამშობლოსთვის".

"ჩვენ ვართ ძალადობის მსხვერპლნი და ახლა ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რომელსაც არ ელოდებოდნენ" - ამბობს ვასაძე.

"მეძახიან კრემლის აგენტს, ამაზე დიდი ცინიზმი არ მსმენია. მე ვარ აგენტი, მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში" - თქვა ვასაძემ.

"რაც შეეხება ამ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომლის საძულველ აგენტადაც მე მაცხადებენ, მე როგორც ვთქვი, რომ მინდა ძმაკაცობა ამერიკასთან და ევროპასთან, იმ პირობით, რომ ისინი ჩვენ თავიანთ ნორმებს არ დაგვაძალებენ, მე ვიტყვი ახლა საშინელ რაღაცას - მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც, იმ პირობით თუ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ, იმისთვის, რომ ჩავიხუტოთ ისინი გულში და ერთად ვიცხოვროთ, როგორც ასე იყო" - განაცხადა ვასაძემ.

კომენტარები