სამთავრობო ცვლილებები

"არ გამოვრიცხავ"- სერგეენკო თანამდებობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე

დავით სერგეენკო
ტაბულა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლას არ გამორიცხავს.

როგორც მინისტრი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, მთავრობაში ცვლილებები პრემიერმინისტრის პრეროგატივაა და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება პრემიერის საქმეა.

"ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერმინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება",- ამბობს სერგეენკო. 

ცნობისთვის, მინისტრთა კაბინეტში შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

კომენტარები