ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობისთვის კონსულტაციებს არ ადასტურებს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინონ.

"არანაირი კონსულტაციები არ შეესაბამება სიმართლეს", - უთხრა მან დღეს ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ მოქმედ მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. თადუმაძის​ გვარი იმ სიაშია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნდა. სიაში სულ 144 ადამიანია და მათ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად კონკურში მონაწილეობისთვის გაიარეს რეგისტრაცია.

პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარ პროკურორად შესაძლოა, ნათია მეზვრიშვილი წარადგინონ. აღსანიშნავია, რომ ის შს მინისტრის მოადგილეობამდე სწორედ პროკურატურაში მუშაობდა.

კომენტარები