Game of thrones

ლინა ჰიდი: სერსეი ლანისტერისთვის უკეთესი სიკვდილი მინდოდა

Time.com

Game of Thrones-ში სერსეი ლანისტერის როლის შემსრულებელმა, ლინა ჰიდიმ თავისი გმირის განვითარებასა და დასასრულზე The Guardian-თან ისაუბრა.

მისი თქმით, მას სერიალის რეჟისორებთან დევი ბენიოფთან და დენ უაისთან სერსეი ლანისტერის სიკვდილის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა იცის რას ეტყვის მათ შეხვედრისას.

"ვეტყვი, რომ სერსეისთვის უკეთესი სიკვდილი მინდოდა", - თქვა ლინა ჰიდიმ.

სერსეი ლანისტერი ბოლო სეზონის მეხუთე სერიაში თავის ტყუპ ძმასთან და შვილების მამასთან, ჯეიმი ლანისტერთან ერთად სასახლის ნანგრევებში კვდება. მაყურებლების ნაწილში ამ დასასრულმა უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც აღმოჩნდა უკმაყოფილოა თავად მსახიობიც.

"ამ სერიალში ყველა გზით შეიძლება წახვიდე. მე ცოტათი დაცარიებული ვიყავი", - თქვა ლინა ჰიდიმ.

Game of Thrones-მა ლინა ჰიდი გლობალურ ვარსკვლავად გარდაქმნა, მანამდე კი ის დაბალ ბიუჯეტიან ფილმებში თამაშობდა. 

"ვფიქრობ, რეჟისორები ყველას ვერ ასიამოვნებდნენ. არ აქვს მნიშვნელობა რა ქნეს, უნდა ყოფილიყო დიდი დაცემა ცოცვისას", - თქვა ლინა ჰიდიმ.

კომენტარები