ავიაკომპანიები

4 ივლისიდან ავიაკომპანია Air Malta საქართველოსა და მალტას შორის პირდაპირ რეისებს შეასრულებს

Air Malta

4 ივლისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Air Malta იწყებს. კომპანიამ რეგულარული საჰაერო ფრენების ნებართვა 14 ივნისს მიიღო. 

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. 

რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე, კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. კომპანიის ცნობით, ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

კომენტარები