ჩინეთში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.
China plus-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაანგრია, დააზიანა გზები და ჩამოინგრა სასტუმრო. ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე რაიონს შეუწყდა.
ბოლო მონაცემებით მიწისძვრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა. სამძებრო- სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.