გლორია ვანდერბილტი

გლორია ვანდერბილტი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა - შვილის მიერ მიძღვნილი ვიდეო

ამერიკელი დიზაინერი და არტისტი, გლორია ვანდერბილტი 95 წლის ასაკში ორშაბათს გარდაიცვალა - ამის შესახებ მისმა შვილმა, CNN-ის წამყვანმა ანდერსონ კუპერმა გამოაცხადა.

გლორია ვანდერბილტი კუჭის კიბოს შედეგად, სახლში ოჯახის წევრებითა და მეგობრებით გარშემორტყმული გარდაიცვალა.

"გლორია ვანდერბილტი იყო ექსტრაორდინალური ქალი, რომელსაც უყვარდა ცხოვრება და ცხოვრობა საკუთარი წესებით. ის იყო მხატვარი, მწერალი და დიზაინერი, მაგრამ ამის პარალელურად ის იყო დასამახსოვრებელი დედა, ცოლი და მეგობარი. ის 95 წლის იყო, თუმცა კითხეთ მისთვის ახლობელ ადამიანს - გეტყვიან რომ ის იყო ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვისაც იცნობდნენ.", - თქვა ანდერსონ კუპერმა.

გლორია ვანდერბილტმა კუჭის კიბოს დიაგნოზის შესახებ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე გაიგო. მისმა შვილმა, ანდერსონ კუპერმა ვიდეო გაავრცელა, სადაც დედამისი საავადმყოფოში წევს და იცინის.

 

კომენტარები