ყადაღა ნეიმარის უძრავ ქონებაზე

ნეიმარს უძრავი ქონება დაუყადაღეს და 15.6 მილიონი ევროს გადახდას სთხოვენ

პსჟ-ს ვარსკვლავ ნეიმარს უძრავი ქონების 36 ობიექტი დაუყადაღეს. ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის სასამართლომ გადასახადების დამალვის გამო მიიღო. ამის შესახებ ცნობას Folha de Sao Paulo ავრცელებს.

ნეიმარს სან პაულოში 10 მილიონი ევროს ღირებულების ორი სახლიც დაყადაღებული აქვს. ბრაზილიის მთავრობა ფეხბურთელისგან 15.6 მილიონ ევროს ითხოვს. ნეიმარის ადვოკატები თანხის შემცირებას ცდილობენ. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს "ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებული ფინანსური დარღვევების გამო ნეიმარს 42.5 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. 

კომენტარები