Game of thrones

GAME OF THRONES-ის პრიქველის გადაღებები დაიწყო

0 კომენტარი
ტყის შვილები GOT-იდან. ფოტო: HBO

Game of Thrones-ის პრიქველის გადაღებები ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო - ამის შესახებ ლოკალური მედია Belfast Telegraph წერს.

გავრცელებული ინფორმაციით პრიქველს Bloodmoon ერქმევა, თუმცა ეს სახელი დადასტურებული არ არის და HBO სავარაუდოდ შეცვლის მას. პრიქველში მოთხრობილი იქნება Game of Thrones-ში განვითარებულ მოვლენებამდე 1000 წლით ადრინდელი ამბები.

"[მაშინდელი] ვესტეროსი ძალიან განსხვავებული ადგილია. არ არსებობს მეფის სავანე, არ არსებობს რკინის ტახტი. არ არიან ტარგარიენები - ვალირიამ ახლა დაიწყო ძალების მოკრება თავის დრაკონებთან ერთად". - უთხრა პრიქველთან დაკავშირებით ჯორჯ მარტინმა Entertainment Weekly-ის.

პრიქველის სცენარისტები ჯორჯ მარტინი და ეს.ჯეი კლარქსონი იქნებიან.

HBO-ს ჩრდილოეთ ირლაინდიაშიც მანამდეც გადაუღია რამდენიმე სცენა. Game of Thrones-ის უმნიშვნელოვანესი სცენები - "წითელი ქორწილი" და "ნაბიჭვრების ბრძოლა" სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიაში არის გადაღებული.

პრიქველის გამოსვლის სავარაუდო თარიღად 2021 წელი სახელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები