მარათონი საფრანგეთში

საფრანგეთში მარათონი ტარდება, სადაც სირბილისას შეგიძლიათ ღვინო და ყველი მიირთვათ

0 კომენტარი
ფოტო: GETTY

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ყოველწლიურად მარათონი "Marathon du Medoc" ტარდება, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ სირბილისას წყლის მაგივრად, ღვინო და ყველი მიირთვან.

მარათონზე მონაწილეებმა 6 საათის განმავლობაში 41 კილომეტრი უნდა გაირბინონ, თუმცა მათ შეუძლიათ 22 სპეციალურად მოწყობილ წერტილში გაჩერდნენ, სადაც მათ ღვინო და ყველი დახვდებათ.

მონაწილეებს სირბილისას ისტორიული ადგილების მონახულებაც შეუძლიათ - ვენახების, სასახლეებისა და ისტორიული სახლების.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები