მალაიზიური ბოინგი MH370

უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის MH17 ჩამოგდებაში 3 რუსი და 1 უკრაინელი დაადანაშაულეს

REUTERS

19 ივნისის ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ოთხი პირი გამოავლინეს.

ბრალდებულებიდან სამი რუსია - იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვია, ხოლო ერთი უკრაინელი ლეონიდ ხარაჩენკო.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი 2020 წლის 9 მარტს დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი MH17 ჩამოაგდო რუსული წარმოშობისაა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე ბრიგადიდან გაისროლეს.

რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს ამ დრომდე უარყოფს.

კომენტარები