ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.07 თეთრით, ევროსთან 2.34 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ცნობით, 19 ივნისის ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.7871 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 2.07 თეთრით გაუფასურდა.

ერთი ევრო 20 ივნისს 3.1209 ლარი ეღირება - ლარი ევროსთან მიმართებით 2.34 თეთრით გაუფასურდა. ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ გირვანქასთანაც.

მარტის დასაწყისიდან მოყოლებული, ლარს დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა, ივნისის პირველ ნახევარში კი ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა და კურსი 2.73-ის გარშემო დასტაბილურდა.

1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 1ქ თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით კი, 1 მარტის შემდეგ, ლარი 6 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ "რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი თურქეთის ფაქტორიც არის". მისივე თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას". ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით კი, "შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება".

კომენტარები