თბილისი პრაიდი

"შეიძლება, ხალხმა მათი კარები აჭედოს" - ფალავანდიშვილი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებზე

0 კომენტარი

ძალადობრივი ჯგუფები, როგორც თავად ამბობენ, თბილისი პრაიდის ოფისთან მივიდნენ და "მამათმავლობის პროპაგანდას" აპროტესტებენ. ერთერთი ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, "ეს სამუშაო სივრცე, ჩვენთვის მავნებელია და უნდა დაიხუროს, შეიძლება, ხალხმა მათი კარები აჭედოს და იპიკეტიროს".

ფალავანდიშვილი ამბობს, რომ თბილისი პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ.

"თუ კვირას პრაიდი ჩატარდება, მაგალითად, დიღომში, ჩვენ წინა ღამიდან მივალთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი, რომ დავიკავოთ ის ტერიტორია და ის ხალხი ვერ შემოვიდეს, თუ დაგვასწრო მთავრობამ და ტერიტორია დაკეტა ისე, რომ ჩვენ პიკეტირება ვერ გავაკეთეთ, მივაწვებით კორდონს" - ამბობს ფალავანდიშვილი და აღნიშნავს, რომ "კომბლები არ გვექნება, იმიტომ, რომ ჩვენ დაკითხვაზე ვიყავით და ვნახეთ, რომ პოლიციას ეზიზღება ჰომოსექსუალიზმი, ამიტომ გამოვრიცხავთ, რომ ამ ხალხმა ქართველ ერს და ბერს დასცხოს" - ამბობს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის ერთერთი ორგანიზატორი.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მოკვლით ემუქრებიან. დეტალურად, წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები