თბილისი პრაიდი

ძალადობრივი ჯგუფები ჭავჭავაძის გამზირიდან ვერის ბაღში ბრუნდებიან

ძალადობრივი ჯგუფები ჭავჭავაძის გამზირიდან ვერის ბაღში ბრუნდებიან. ორგანიზატორების თქმით, იქ გადაწყვეტენ, როგორი იქნება თბილისი პრაიდის წინააღმდეგ "შემდგომი ნაბიჯები" და "პროგრამაზე" იმსჯელებენ.

სიძულვილის პრორუსული ჯგუფები, როგორც თავად ამბობდნენ, თბილისი პრაიდის ოფისთან მივიდნენ და "მამათმავლობის პროპაგანდა" გააპროტესტეს. ერთერთი ორგანიზატორის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, "ეს სამუშაო სივრცე, ჩვენთვის მავნებელია და უნდა დაიხუროს, შეიძლება, ხალხმა მათი კარები აჭედოს და იპიკეტიროს". მათ სახალხო დამცველის ოფისის დახურვაც მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს მოკვლით ემუქრებიან. დეტალურად, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები