თბილისი პრაიდი

Tbilisi Pride მხარდამჭერებს: გადაიღეთ ფოტო/ვიდეო და გამოაქვეყნეთ ჰეშთეგით: #მეგავდივარ

Tbilisi Pride

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები მომხრეებს სთხოვენ, მხარდაჭერა სოციალურ ქსელშიც გამოხატონ. 

ორგანიზატორები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, გადაიღონ ფოტო ან ჩაწერონ ვიდეო, დადონ საკუთარ კედელზე და გამოიყენონ შემდეგი ჰეშთეგები: #მეგავდივარ, #TbilisiPride. 

"თბილისი პრაიდის ოფისის გარშემო იმყოფებიან ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. პრაიდის ორგანიზატორები ტელეფონზე იღებენ სიცოცხლის მოსპობის მუქარებს. გთხოვთ ყველას გააზიაროთ ეს ფოტო ან გადაიღოთ ფოტო/ჩაწეროთ ვიდეო, დადოთ საკუთარ კედელზე და გამოიყენოთ ჰეშთეგები: #მეგავდივარ #TbilisiPride. ვაჩვენოთ სახელმწიფოს და ძალადობრივ ჯგუფებს, რომ ვართ ძალიან ბევრი და ყველას ვერ შეგვაშინებენ!"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები