პრორუსული და სიძულვილის ჯგუფები

პრორუსულმა ჯგუფმა მოქალაქეს ბინიდან ფარდის ჩამოხსნა მოსთხოვა, რადგან ლგბტ დროშა ეგონა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის, მიერ ჩამოყალიბებულმა არაფორმალურმა დაჯგუფებამ, რომელზეც შსს-ს გამოძიება აქვს დაწყებული, მარჯანიშვილზე ერთერთ მოქალაქეს საკუთარი ბინიდან ფარდის ჩამოხსნა მოსთხოვა, რადგან ლგბტ დროშა ეგონათ. 

სამართალდამცველები დაჯგუფებისთვის იმის ახსნას ცდილობდნენ, რომ მოქალაქეს დროშა კი არა, ჭრელი ფარდა ეკიდა, თუმცა ამაოდ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ფარდა მათთვის გადაეცათ, რათა კორპუსის წინ დაეწვათ. 

მოგვიანებით, შეძახილების შემდეგ, მოქალაქემ ფარდა ჩამოხსნა და დაჯგუფების ერთერთი ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის, მოწოდებით, აქცია დაიშალა. უკანონო ფორმირებებმა კვლავ ვერის ბაღში გადაინაცვლეს. 

 

კომენტარები