ძალადობა

მეტრო რუსთაველში მომხდარ ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

მეტროსადგურ რუსთაველში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გუშინ ღამით 2 ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩალიგავა დააკავა, რომელიც მიმალვას ცდილობდა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ჩალიგავა ვაშლიჯვრის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.

გუშინ, რუსთაველის მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება" - თვითმხილველების თქმით, სწორედ ამ სიტყვებით მიმართავდნენ კაცები ახალგაზრდებს და ეს გახდა მომხდარი დაპირისპირების მიზეზიც.

კომენტარები