საქართველოს პარლამენტი

ვატო შაქარიშვილმა სხდომათა დარბაზიდან კობახიძის სავარძელი გამოიტანა

20 ივნისს პარლამენტში საქართველოს პარლამენტში სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელი გამოიტანეს და დაადეს წარწერა "რუსეთი ოკუპანტია".ირაკლი კობახიძის სავარძელი დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა გამოიტანა.

კობახიძის სავარძელს გავრილოვის რუსულ ენაზე დაწერილი დღის წესრიგის დახეული ფურცლები დააყარეს და ზედ წარწერა "რუსეთი ოკუპანტია" დააწერეს.

"კობახიძე არის დღეს ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვის გავრილოვი და როგორც გავრილოვი გააგდო ხალხმა აქიდან, ისე გავაგდებთ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც აი ეს სკამი. მე ვიყავი 2016 წელს ქართული ოცნების მხარდამჭერი და ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი და აირჩია კობახიძე რომ ამ სკამზე მჯდარიყო და კაცმა თავისი ნებით ეს სკამი დაუთმო გავრილოვს. თუ დაუთმო გავრილოვს, როგორც ავირჩიეთ, ისე გავაგდებთ აქედან." - აღნიშნა ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია ჩაიშალა, თუმცა სხვა ადგილას გაგრძელდება. პარლამენტში სხდომას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა. 

კომენტარები