მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

ტაბულას ჟურნალისტი პოლიციამ პარლამენტის შენობიდან ძალის გამოყენებით გაათრია - VIDEO

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ტაბულას ჟურნალისტი პოლიციამ პარლამენტის შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა 

თიკო ერაძე პარლამენტის შესასვლელში იმყოფებოდა და არსებული ვითარებს ტელეფონით პირდაპირ ეთერში გადასცემდა, როცა პოლიციელებმა უთხრეს, რომ აქ სხვა ჟურნალისტი არ იმყოფებოდა. მას ხელები გადაუგრიხეს და გარეთ ასე გამოიყვანეს. 

პარლამენტის შენობაში არ უშვებენ არც სხვა ჟურნალისტებს, ასევე დეპუტატებს და პოლიტიკოსებს. 

აქ ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის და მოქალაქეების პროტესტის შედეგად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ჩაიშალა. მათ გააპროტესტეს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსულ ენაზე მიმართა. 

ამის შემდეგ ოპოზიციონერები პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან მივიდნენ და და გავრილოვს არ მისცეს საშუალება, სავარძელი კვლავ დაეკავებინა. სხდომა ჩაიშალა და ის სხვა ადგილას გაგრძელდება. 

ქართული ოცნების წევრებმა, თამარ ჩუგოშვილმა, არჩილ თალაკვაძემ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა დაგმეს. მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მოულოდნენი იყო, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოისურვებდა. 

თუმცა, გუშინ 19 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გავრილოვს პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. 

გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით ადრე იყო დაანონსებული და დღის წესრიგი პარლამენტის ვებ გვერდზე ქვეყნდებოდა, თუმცა, მმართველ გუნდს ეს არ გაუპროტესტებია. 

"ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ გავრილოვი დამჯდარიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, პასუხი მოეთხოვება". 

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია, რომელიც აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. უდიდესი ალბათობით, მისი თბილისში ვიზიტის ერთ-ერთი მიზანიც უკრაინის საწინააღმდეგოდ ლობირებაა. 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ღიად საუბრობს იმაზე, რომ რუსეთმა საკუთარი გავლენის საქართველოში აღსადგენად, ფოკუსირება სწორედ საეკლესიო თემატიკის მანიპულაციით უნდა მოახდინოს, რაც პირდაპირ უკავშირდება გუშინდელ მოვლენებს. იგი ასევე მონაწილეობდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. გავრილოვის საქართველოში შემოშვება იქნება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის სუვერენიტეტის უპატივცემულობა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები