ჩინეთი

ჩინეთის თქმით ინტერპოლის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა

მენგ ჰონვეი
EPA

ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიხედვით ინტერპოლის ყოფილმა პრეზიდენტმა მენგ ჰონვეიმ, რომელიც გასულ წელს ჩინეთში ვიზიტისას დააკავეს, 2 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღება აღიარა.

ჩინეთის სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.

კომუნისტურ პარტიაში ამბობენ, რომ მენგ ჰონვეი პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ კორუფციის წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლის ფარგლებში დააკავეს.

მენგ ჰონვეის ცოლი, რომელიც საფრანგეთში იმყოფება ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. მას საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

65 წლის მენგ ჰონვეიმ ჩინეთში ჩასვლის შემდეგ გასული წლის სექტემბერში გაუჩინარდა. დაკავების შემდეგ მან ინტერპოლის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. ამის შემდეგ ინტერპოლის პრეზიდენტად ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, სამხრეთ კორეელი კიმ იონ-იანგი აირჩია.

კომენტარები