მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა

მოქალაქეების პროტესტი რედისონთან, სადაც მართლმადიდებლობის ასამბლეა მიმდინარეობს - ფოტოები

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მოქალაქეები სასტუმრო რედისონთან მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას აპროტესტებენ. 

მათ აქ პარლამენტის შენობიდან გადმოინაცვლეს, სადაც ასამბლეის სხდომა დილით დაიწყო, თუმცა, მოქალაქეების და ოპოზიციის პროტესტის გამო ჩაიშალა. 

ასამბლეის ხელმძღვანელი რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვია, რომელიც გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, რუსი დეპუტატი ასევე სხვა ცხელ წერტილებშიც იმყოფებოდა - დნესტრისპირეთსა და კოსოვოში. ამასთან, გავრილოვი აქტიურად გამოდის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის, სხვადასხვა ეკლესიების მიერ, აღიარების საწინააღმდეგო კამპანიის ერთერთ მედროშედ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები