მართლმადიდებლური ასამბლეა

საქართველოს ბიუჯეტს მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება 61 ათასი დაუჯდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2018 და 2019 წლებში საქართველოს ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაზე ჯამში 61 ათას ლარამდე დაიხარჯა.

როგორც პარლამენტის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტიდან ირკვევა, ასამბლეის ჩატარებაზე გასულ წელს 30 770 ლარი დაიხარჯა, ამჯერად კი 30 270.

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები