მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა

დემონსტრანტებმა რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს წყლის ბოთლები დაუშინეს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

სერგეი გავრილოვმა სასტუმრო რედისონის შენობა დატოვა. გარეთ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც აქ საპროტესტო აქციას მართავდნენ, მას წყლის ბოთლები დაუშინეს და აგინეს. 

დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც საპროტესტო აქცია გაგრძელდება. 

თბილისში მართლმადიდებლობის 26-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 19 ივნისს დაიწყო. 20 ივნისს, ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარება იყო დაგეგმილი, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას დაჯდა, ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ევროპული საქართველოს და ენმ-ის დეპუტატებმა სერგეი გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს და სხდომა ჩაიშალა. სხდომა სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. პარალელურად მიმდინარეობდა საპროტესტო აქციაც. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები