საქართველო-აშშ

აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ურყევია

RFE/RL

20 ივნისს დევნილთა მსოფლიო დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმეს და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევე ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა.

"დევნილთა მსოფლიო დღე ეძღვნება დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებსაც ძალით დაატოვებინეს სახლი. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ, რომელიც დღემდე გრძელდება, ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოაძევა იმ სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომელსაც დღემდე უწოდებენ სახლს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში.

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება!" - ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები