თბილისის ქუჩები, რომლებსაც 21 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 21 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი ჭალის, სოფელი თელეთის, რუსთავის გზატკეცილის, ვაგზლის, მარნეულის, სოღანლუღის, ევსტათი მცხეთელის, ჭალადიდის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის საკრებულოს ტერიტორიის, ონკოლოგიურის ფერდობის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ვაჟა-ფშაველას III და IV კვარტლების, კონსტანტინე კაპანელის, უჩა ჯაფარიძის, ანდრო ჭილაიას, ინტენსიფიკაციის, ტოგო გუდავას და თოფურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, გრიგოლ ფერაძის და ვიქტორ ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და წავკისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, თაყაიშვილის, კავსაძის, ცხვედაძის და მოსაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების X კვარტლის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ჩხავერის და თავკვერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, მეველის და შერვაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები