რუსული ოკუპაცია

შსს აქციას: შეწყვიტეთ კანონდარღვევა, თორემ მივიღებთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ კანონდარღვევა და ძალადობა, არ აჰყვნენ პროვოკაციას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დატოვონ პარლამენტის ტერიტორია". წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ "პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს".

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეების ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათ პარლამენტის შენობაში შესვლა მას შემდეგ სცადეს, რაც ამისკენ ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა.

სამართალდამცველები ნიღბებით, ფარებით და ხელკეტებით არიან შეიარაღებულები. მობილიზებულია ტექნიკა.

აქცია პარლამენტთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გასაპროტესტებლად დაიწყო. მისი მონაწილეების დიდი ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება და მშვიდობიან აქციას მართავს. 

კომენტარები