აქცია პარლამენტთან

აქციაზე დაპირისპირებისას რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა

ტაბულა

პარლამენტთან მიმდინარე დაპირისპირებისას რამდენიმე სპეცრაზმელი დაშავდა. აქციის მონაწილეების ნაწილი მათ საგნებს ესვრის და ფარებს ართმევს. აქციაზე კვამლია.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადა. მათ ამისკენ ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოუწოდა.

სამართალდამცველები ნიღბებით, ფარებით და ხელკეტებით არიან შეიარაღებულები. მობილიზებულია ტექნიკა. შსს-მ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი. უწყების განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

აქცია პარლამენტთან რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის გასაპროტესტებლად დაიწყო.

კომენტარები