საქართველო-გაერთიანებული სამეფო

ბრიტანეთის საელჩო: მხარეებს მოვუწოდებთ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაურა:

"თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს. კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში."

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დაშლა ცრემლსადენის გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით სცადეს.

კომენტარები